უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები განადგურებულ მარიუპოლის ქუჩებს გვამებისგან წმენდენ და 9 მაისს აღლუმის ჩატარებას გეგმავენ, რისთვისაც ქალაქში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ჩავიდა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში კრემლის ახალი კურატორია.
უწყების ცნობით, კრემლის გეგმების მიხედვით, მარიუპოლი “ზეიმის” ცენტრი უნდა გახდეს. ამ მიზნით ქალაქში მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების სასწრაფო წმენდა აგრესიის შედეგად მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან, ნამსხვრევებისა და აუფეთქებელი რუსული საბრძოლო მასალისგან.
ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული კამპანია მზადდება, რომლის დროსაც რუსებს აჩვენებენ, თუ როგორ ხვდებიან “მარიუპოლელები” მხიარულად ოკუპანტებს.
მასალების მოსამზადებლად ქალაქსპროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელი დენის პუშილინი ესტუმრნენ.