Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიორუსებმა მარიუპოლში ძეგლი დადგეს - "ბებია საბჭოთა კავშირის დროშით"

რუსებმა მარიუპოლში ძეგლი დადგეს – “ბებია საბჭოთა კავშირის დროშით”

უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში, რომელიც რუსეთის განცხადებით, მისი არმიის კონტროლქვეშაა, ძეგლი – “ბებია საბჭოთა კავშირის დროშით” დადგეს.

როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები წერენ, 4 მაისს მარიუპოლში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, პარტია „ედინაია როსია“-ს გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაური დენის პუშილინი ჩავიდნენ, რომლებმაც ძეგლის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს.

ძეგლის ფოტოები კრემლის მიერ კონტროლირებადმა სააგენტოებმა გაავრცელეს. მათ შორის “რია-ნოვოსტიმ” ტექსტით: “მარიუპოლში გაჩნდა ბებიის ძეგლი, რომელიც ბოევიკებთან საბჭოთა კავშირის დროშით გავიდა”. “ბოევიკებში” კი უკრაინელ სამხედროები იგულისხმა.

პარტია „ედინაია როსია“-ს გენერალური საბჭოს მდივნის, ანდრეი ტურჩაკის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ მარიუპოლის „ლენინური კომკავშირის მოედანზე“ ძეგლი დაუდგამთ ბებია ანასთვის, რომელიც „არ შეუშინდა უკრფაშისტებს და დაიცვა წითელი დროშა, რომლითაც მისი მშობლები იბრძოდნენ“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები