Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთიდან დანიის საელჩოს თანამშრომლებს აძევებენ

რუსეთიდან დანიის საელჩოს თანამშრომლებს აძევებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ რუსეთმა მოსკოვში დანიის საელჩოს 7 თანამშრომელი “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა და დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 2 კვირა მისცა.

„ელჩმა ინფორმაცია მიიღო, რომ როგორც საპასუხო ქმედება, რუსეთის ფედერაციაში დანიის სამეფოს საელჩოს 7 თანამშრომელი “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადდა. მათ ქვეყანა 2 კვირაში უნდა დატოვონ. ვიზაზე უარი ეთქვა დანიის დიპლომატიური მისიის დიპლომატსაც“ – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, რუსეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის პასუხი დანიის ქმედებებზე. კოპენჰაგენმა დანიაში რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი და რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა “პერსონა ნონ გრატად” გამოცახადა, გარდა ამისა დანია სამხედრო დახმარებას უგზავნის უკრაინას.

რუსეთის განცხადებით, დანიის “ღიად ანტი-რუსული პოლიტიკას” ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის სერიოზული ზიანი მოაქვს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები