Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთიდან რვა იაპონელი დიპლომატის გაძევება იაპონიამ გააპროტესტა

რუსეთიდან რვა იაპონელი დიპლომატის გაძევება იაპონიამ გააპროტესტა

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანი, ჰიროკაზუ მაცუნო რუსეთიდან რვა დიპლომატის გაძევებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის ეს ქმედება მიუღებელია.

8 აპრილს ტოკიომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რვა რუსი დიპლომატი და ოფიციალური პირი ასევე გააძევა იაპონიიდან. იაპონიის ხელისუფლების აზრით, რუსეთიდან იაპონელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებაც, სწორედ რუსეთიდან საპასუხო ნაბიჯია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იაპონელმა დიპლომატებმა ქვეყანა 10 მაისამდე უნდა დატოვონ. გენერალური მდივნის თქმით, იაპონიის ელჩი მოსკოვში, ტოიოჰისა კოზუკი გაძევებულთა შორის არ არის.

27 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს და უთხრეს, რომ ტოკიომ უკრაინაში რუსეთის “ოპერაციის” დაწყების შემდეგ ანტირუსული კურსიწინასწარ განზრახულად დაიწყო.

იაპონიის საელჩომ მოსკოვში განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობა ომის დანაშაულია. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები