პარტია “ედინაია როსიამ” რუსეთის დუმას კანონპროექტი წარუდგინა სამხედრო სამსახურში ასაკობრივი შეზღუდვის გაუქმების შესახებ. ახლა ყველა 40 წლამდე რუსეთის მოქალაქეებს შეუძლია ხელშეკრულება დადოს თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო უცხოელს – 30 წლამდე. დეპუტატები ვარაუდობენ, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის ასაკობრივი ზღვარი გაუქმდეს. მამაკაცებისთვის ეს 65 წელია.
” იარაღის გამოყენების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენება საჭიროა მაღალპროფესიონალი სპეციალისტებისთვის. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისინი 40-45 წლის ასაკში კვალიფიციურები არიან.” – ნათქვამია განმარტებით განაცხადში.
დოკუმენტის ავტორები არიან თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ანდრეი კარტაპოლოვი და მისი პირველი მოადგილე ანდრეი კრასოვი, ორივე “ედინაია როსიას” წევრია.
რუსეთში “სამხედრო რეგისტრაციის მონაცემების შეჯერების მიზნით” კაცების სამხედრო აღრიცხვისა და კომისარიატებში გაწვევა დაიწყეს. BBC ავრჩელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში “ფარული მობილიზაცია” უკრაინაში შეჭრის დღიდან დაიწყო. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში მისვლის შესახებ განაცხადები “სამხედრო რეგისტრაციის გასარკვევად” მამაკაცებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიუვიდა, მათ შორის სტუდენტებსაც. გამოძახების შემდეგ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში მისულებს, არწმუნებენ, რომ ჯარში მოხალისედ ჩაირიცხონ – ყველა არ ამბობს უარს ასეთ შემოთავაზებაზე. უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში კაცები ასევე იბარებენ „შემოწმებისთვის“.
უფლებადამცველმა ალექსეი ტაბალოვმა აღნიშნა, თუ როგორ მოიქცეს ადამიანი, ასეთი ზარის მიღების შემთხვევაში და სამხედრო მოსამსახურეები რაზე მიდიან იმისათვის, რომ შეასრულონ „მოხალისეების“ გეგმა.