Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთის ელჩის განცხადებით, აშშ-ს საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს

რუსეთის ელჩის განცხადებით, აშშ-ს საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ნოტა გაუგზავნა მოთხოვნით შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, განცხადა რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა. თუმცა ნოტის გაგზავნის თარიღი არ დაუსახელებია.

როგორც ანტონოვმა თქვა, 800 მილიონის შეიარაღება „უზარმაზარი ციფრია და ხელს არ უწყობს სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებას“. ანტონოვის განცხადებით, აშშ სიტუაციის გამწვავებას ცდილობს. რუსეთის ელჩის თანახმად, ამერიკელი სენატორები ღიად ამბობენ, რომ შეერთებული შტატების ამოცანაა, მსოფლიოში რუსეთის ინტერესებს პატივს არ სცემდნენ.

15-21 აპრილის პერიოდში, აშშ-მა უკრაინას ორჯერ გაუწია 800-800 მილიონიანი სამხედრო დახმარება. ამ მოცულობის პირველი დახმარების შემდეგ, გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა ნოტა და გააფრთხილა, შეაჩერონ უკრაინის “უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებადი შედეგებით ემუქრება რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“.

24 აპრილს კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი იმყოფებოდნენ. სააგენტო AP-ს ინფორმაციით, მათ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობეს, რომ უკრაინა აშშ-ისგან კიდევ 322 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს.

პენტაგონის 21 აპრილის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, ამერიკამ უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები