Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გახსნილ ცეცხლს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გახსნილ ცეცხლს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის საბავშვო ბაღში სროლის შედეგად ორი ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი მოროზოვმა განაცხადა.

„ვეშკაიმში არსებულ ვითარებაზე, სადაც საშინელი დანაშაული მოხდა. მე ვესაუბრე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დეპუტატთა კორპუსს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ძიძა და 2016 და 2017 წლებში დაბადებული ორი ბავშვი”, – წერს პოლიტიკოსი.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ქალი.

გარდაცვლილია თავად თავდამსხმელი. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები