Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკარუსეთის თავდასხმის შედეგად, მარიუპოლში ათობით ათასი ადამიანია მოკლული

რუსეთის თავდასხმის შედეგად, მარიუპოლში ათობით ათასი ადამიანია მოკლული

„მარიუპოლი განადგურებულია, ათობით ათასი ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსები არ აჩერებენ მათ თავდასხმას“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასაც და არ გაჩერდება, სანამ იძულებული არ გახდება გაჩერდეს.

ამასთანავე, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთმა უკრაინაში ასეულობით საკვანძო ინფრასტრუქტურა გაანადგურა, მათ შორის სულ მცირე 300 ჰოსპიტალი.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი კვლავ იკრიბება შემდგომი თავდასხმების განსახორციელებლად.

„უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება, თუ ის უნდა გადაურჩეს ომს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები