Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკარუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვას აწესებს

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვას აწესებს

რუსეთის მთავრობამ 21 სექტემბრიდან საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი შეზღუდა, მათ შორის საქართველოსთვის.

როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი: აკრძალვა არ შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ფორმირებების და ა.შ. გარდა ამისა, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომელშიც რუსეთის გარდა სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი შედიან.

შეგახსენებთ, აგვისტოში საქართველოში სულ $107.7 მლნ-ს 125.8 ათასი ტონა ნავთობი იმპორტირდა. ნავთობის იმპორტში  რუსეთის წილი კი 48%-მდეა შემცირებული. ცნობისთვის, წლის დასაწყისში რუსეთის წილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტში 80%-საც კი აღწევდა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები