Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთის მუქარა უკრაინას

რუსეთის მუქარა უკრაინას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევზე დარტყმებით დაიმუქრა, თუკი უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე შეტევას მიიტანს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

სამინისტროში პროვოკაციული უწოდეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჯეიმს ჰიპის განცხადებას, რომლის თანახმადაც უკრაინას აქვს უფლება, დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც განკუთვნილია საწვავის მარაგებისთვის და საბრძოლო მასალების საწყობებზე.

„ლონდონის მიერ კიევის პირდაპირი პროვოცირება მსგავსი ქმედებებისკენ, მათი რეალიზების მცდელობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიწვევს ჩვენს პროპორციულ პასუხს. რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფებიან სადღეღამისო მზადყოფნაში საპასუხო დარტყმის განსახორციელებლად შორ მანძილზე მაღალი სიზუსტის იარაღით კიევში იმ ცენტრებზე, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღება“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ „უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში განლაგებული დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეების მრჩევლების ყოფნა სულაც არ იქნება პრობლემა, როდესაც რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას საპასუხო ქმედებებზე“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები