Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთის სამხედრო ძალები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრში პოზიციებს იმყარებენ

რუსეთის სამხედრო ძალები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრში პოზიციებს იმყარებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი აადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრში პოზიციებს იმყარებენ. ასებე, გენერალური შტაბის მიერ 1 ივნისს, დღეს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგის იერიშები სევეროდონეცკის ჩრდილოეთ მიმდინარეობდა, სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში, ცალკეულმა ქვედანაყოფებმა წარმატებას მიაღწიეს და ქალაქის ცენტრში გამაგრდნენ.

ამერიკული სამხედრო, ანალიტიკური ცენტრის ISW-ის მონაცემებით, ამჟამად რუსეთის ძალები, სევეროდონეცკის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებენ, უკრაინის არმია კი, ქალაქიდან თანდათან გადის. ცენტრის ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის სარდლობამ მთელი ძალების სევეროდონეცკის ასაღებად მობილიზებას მოაშიშვლა, ფრონტის სხვა მონაკვეთები და უკრაინის არმიას ხერსონის ოლქში შეტევის შესაძლებლობა.

სევეროდონეცკი უკრაინის ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს“ ხელმძღვანელმა, იან ეგელანდმა 31 მაისს, სააგენტო „როიტერს“-ს უთხრა, რომ სევეროდონეცკში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო შეწყდა ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია. ეგელანდის ინფორმაციით, სევეროდონეცკში მასშტაბური ნგრევაა და ხალხს არ აქვს წვდომა წყალზე, სურსათსა და მედიკამენტებზე. სავარაუდოა, რომ ქალაქში რჩება 15 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები