უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ კმაყოფილდება მხოლოდ უკრაინით და ეს მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს ესმის.
„თავისუფალ მსოფლიოში თითქმის არ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება არ ესმოდეს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის ხელისუფლების ფინალური მიზანი არა მხოლოდ უბრალოდ უკრაინის ტერიტორიის აღებაა, არამედ ევროპის ცენტრისა და მისი აღმოსავლეთის დახლეჩვა და დემოკარტიისთვის გლობალური დარტყმის მიყენებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თავისუფალ მსოფლიოს თავდაცვის უფლება აქვს, ამიტომ უკრაინას კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს.