Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიო"რუსეთის ქმედებები უკრაინაში, სხვა არაფერია თუ არა გენოციდი" ზელენსკი მაკრონს უკრაინაში ეპატიჟება

“რუსეთის ქმედებები უკრაინაში, სხვა არაფერია თუ არა გენოციდი” ზელენსკი მაკრონს უკრაინაში ეპატიჟება

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონ უკრაინაში იწვევს, რუსი სამხედროების სისასტიკის, საკუთარი თვალითსანახავად. რომ რაც ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი.


“ვფიქრობ, მას სურს ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას რუსეთთან დიალოგისკენ. მე უბრალოდ ვუთხარი, მინდოდა გაეგო, რომ ეს არ არის ომი, არამედ არის რაღაც სხვა და უფრო გენოციდია. დავპატიჟე, რომ ჩამოვიდეს როგორც კი შესაძლებლობა ექნება. როდესაც ის ჩამოვა და დაინახავს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას თავადაც მიხვდება” , – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მანამდე მაკრონმა უარი თქვა „გენოციდი“ ეწოდებინა რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინელთა მკვლელობებისთვის. მაკრონმა თქვა: „დღეს ასეთ ტერმინებს მოვუფრთხილდები, ვინაიდან ეს ორი ხალხი ძმები არიან“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბარში აუხსნა, რატომ არ გამოიყენა ტერმინი „გენოციდი“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სიტყვა „გენოციდს თავისი მნიშვნელობა აქვს“. მაკრონმა განაცხადა რომ , ყველა შეძრა ბუჩის სურათებმა, სცენებმა მარიუპოლიდან, რაც საფრანგეთმა მკაცრად დაგმო, მაგრამ საკითხზე სასამართლო განხილვა უნდა დაიწყოს.

12 აპრილს პირველად გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იმ მოქმედებების აღსანიშნავად, რასაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე.

მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც იზიარებს ჯო ბაიდენის შეფასებას უკრაინაში გენოციდის შესახებ. მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ასევე იყენებენ სითყვა „გენოციდს“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების აღსაწერად.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები