Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარისამართალირუსეთის ქმედებებში საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევის მკაფიო ტენდენციები იკვეთება

რუსეთის ქმედებებში საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევის მკაფიო ტენდენციები იკვეთება

ეუთოს მისია: უკრაინაში რუსეთის ძალების ქმედებებში დადგენილია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევის მკაფიო ტენდენციები

13 აპრილს ეუთოს ადამიანური განზომილების მოსკოვის მექანიზმი, ეუთოს მუდმივ საბჭოს თავის დასკვნებს წარუდგენს, რომელიც ორგანიზაციის 45 წევრის თანხმობით და უკრაინის თხოვნით, 3 მარტს გააქტიურდა და უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩადენილ საერთაშორისო და ადამიანის უფლების დარღვევებს იძიებს, ასევე ომის დანაშაულებს და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებსაც.

მოსკოვის მექანიზმი ეუთომ 1991 წელს შემოიღო. განსაზღვრების თანახმად, ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის ანალიტიკოსების მისიათა გაგზავნას წევრი სახელმწიფოების დასახმარებლად, როცა მათ კონკრეტული საკითხი ან პრობლემა ექმნებათ ადამიანურ განზომილებასთან მიმართებით.

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე, 14 მარტს მუშაობა დაიწყო სამმა ექსპერტმა, რომლებმაც კვლევა მოთხოვნისამებრ სამ კვირაში დაასრულეს. ანალიტიკოსები წერენ, რომ მისიამ სათანამშრომლოდ და მტკიცებულებების წარსადგენად მოიწვია ყველა პოტენციური წყარო და ბევრი მხარისგან მიიღო მხარდაჭერა, თუმცა რუსეთის წარმომადგენელმა მისიას შეატყობინა, რომ ის მოსკოვის მექანიზმს დიდწილად მოძველებულად მიიჩნევს.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის (IHL) დარღვევათა უმეტესობის დეტალური შეფასება და კონკრეტულ ინციდენტებში ომის დანაშაულებების იდენტიფიკაცია შეუძლებელი იყო . თუმცა საომარი აქტივობისას რუსეთის ძალების მოქმედებაში მისიამ დაადგინა IHL-ის დარღვევის მკაფიო ტენდენციები. ამ ძალებს IHL-ით დაკისრებული მოვალეობები რომ დაეცვათ , თავდასხმებისას პროპორციულობით და სიფრთხილით, საგანგებოდ დაცულ ობიექტებთან, მაგალითად, საავადმყოფოებთან მიმართებაში – დახოცილი და დაჭრილი სამოქალაქო პირების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ასევე, განადგურდებოდა და დაზიანდებოდა ბევრად ნაკლები სახლი, საავადმყოფო, კულტურული საკუთრება, სკოლა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, წყლის სადგურები და ელექტროსისტემები“, – ვკითხულობთ ეუთოს მისიის ანგარიშში.

ის განსაკუთრებით შეშფოთებულია მოპყრობით ომის ტყვეების მიმართ, რომლებსაც თავიდან დამნაშავეებად მიიჩნევდნენ და ექცეოდნენ იმ ფორმით, რომელიც შეუთავსებელია ჟენევის მესამე კონვენციასთან. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მისიის ექსპერტებმა ნახეს სანდო მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებს ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დარღვევას – მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამების და არაადამიანური მოპყრობის სხვა ფორმის აკრძალვის – ძირითადად იმ ადგილებში, რომლებსაც რეალურად აკონტროლებს რუსეთი.

„ნგრევის მაღალი დონის გამოწვევით და სასიცოცხლო სერვისების (განათლების, ჯანდაცვის) მიწოდებაში ჩარევით, კონფლიქტმა, რომელიც დაიწყო რუსეთის უკანონო თავდასხმით, უკრაინისთვის ძალიან რთული გახადა პატივი ეცა, დაეცვა მოსახლეობის ადამიანის უფლებები. მისიამ დაასკვნა, რომ, მართალია, კონფლიქტი უკრაინის ყველა მოქალაქეზე ახდენს გავლენას, განსაკუთრებული სიმძიმით ის შეეხო და ეხება სუსტ პოზიციებზე მყოფი ჯგუფების ინდივიდებს , მაგალითად, ქალებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს“, – ვკითხულობთ ეუთოს მისიის ანგარიშში.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა აამოქმედეს. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები