Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთის შეტევის მეორე ეტაპი დაიწყო, ხერსონის ყოფილი მერი გაიტაცეს

რუსეთის შეტევის მეორე ეტაპი დაიწყო, ხერსონის ყოფილი მერი გაიტაცეს

▪️ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR)უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2072 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა დააფიქსირა.

▪️ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ დილით რუსმა ოკუპანტებმა შეტევის მეორე ეტაპი დაიწყეს. „ჩვენი ჯარები უძლებენ. მხოლოდ ორ ადგილზე შეძლეს გამაგრება – კრემინა და კიდევ ერთი პატარა ქალაქია. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს“.

▪️ კანადა გეგმავს ევროპაში სამხედრო ჰოსპიტალის შექმნას, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინელებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს.

▪️ რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს 10 სახლი და ოლიმპიური საწვრთნელი ბაზა ლუგანსკში, რომელთა უმეტესობა კრემინაში მდებარეობს, რომელიც მტერმა 18 აპრილს დაიპყრო, იქ სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

▪️ ოკუპანტებმა სავარაუდოდ გაიტაცეს ხერსონის ყოფილი მერი ვოლოდიმირ მიკოლაიენკო. მეუღლის თქმით, ის 16 საათზე წავიდა და შემდეგ გაუჩინარდა, მას შემდეგ ის არ დაკავშირებია. მიკოლაიენკოს არაერთხელ მიუღია მუქარა პრორუსებისგან.

▪️ ზაპოროჟიას რეგიონში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცების 155 შემთხვევა დაფიქსირდა. 86 მძევალი უკვე გაათავისუფლეს, კიდევ 69 ადამიანი ისევ ტყვეობაში რჩება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები