Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთის ჯარის გასვლამდე ზავი გამორიცხულია

რუსეთის ჯარის გასვლამდე ზავი გამორიცხულია

„ზავი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, კიევი არ დათანხმდება მოსკოვისთვის არცერთი ტერიტორიის დათმობას“. – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მისი თქმით, კიევის პოზიცია უკომპრომისოა იმის გამო, რომ დათმობებს მძიმე შედეგები მოჰყვება, რადგან რუსეთი შეძლებს ისარგებლოს საომარი მოქმედებების შეწვეტით და უკეთ მოემზადება უკრაინაზე ხელახალი შეტევისთვის.” დათმობების შედეგად ომი არ გაჩერდება, ის უბრალოდ ცოტა ხნით შეჩერდება გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსი სამხედროები გაზრდიან თავიანთ შეიარაღებას და ცოცხალ ძალას, გამოასწორებენ შეცდომებს, განახორციელებენ მცირე მოდერნიზაციას, მოხსნიან ბევრ გენერალს… და დაიწყებენ ახალ იერიშს, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს“.

პოდოლიაკმა დასავლეთის მოწოდებებს ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის შესახებ „ძალიან უცნაური“ უწოდა.„ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყანა უნდა დატოვონ და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამშვიდობო პროცესის განახლება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.გასულ კვირაში მოსკოვმა და კიევმა აღიარეს, რომ მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები ბოლოს თურქეთში მარტის ბოლოს შეხვდნენ. ამის შემდეგ მოსკოვმა მოლაპარაკებების დისტანციური რეჟიმში გაგრძელებისა და პროცესის კიევის მხრიდან საბლტაჟის შესახებ გამოაცხადა. უკრაინა, რომელიც ხარკოვის რეგიონში კონტრშეტევას ახორციელებს, მოლაპარაკებების გაგრძელებას პრეზიდენტების დონეზე მოითხოვს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები