რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრს, მათ შორის დაუნინგ სტრიტის შტაბის უფროსს სტივ ბარკლესა და თემთა პალატის სპიკერს, ლინდსი ჰოილსს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციები გულისხმობს პოლიტიკოსების რუსეთში შესვლის აკრძალვას. ეს იმის საპასუხოდ ხდება, რაც დიდმა ბრიტანეთმა 11 მარტს, 386 რუსი დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
„ამ პირებმა, რომლებსაც აღარ აქვთ რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლონდონში ანტირუსული სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში და წვლილი შეიტანეს დიდ ბრიტანეთში რუსოფობური ისტერიის უსაფუძვლო გაღვივებაში“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ლავროვის უწყებამ ბრიტანელი პარლამენტარები მტრულ რიტორიკასა და კურსში დაადანაშაულა, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს რუსეთი დემონიზაციას და მის საერთაშორისო იზოლაციას.