Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთმა პოლონეთს და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა პოლონეთს და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მოითხოვნით, „არამეგობრულმა ქვეყნებმა“, ანუ მათ, ვინც მხარს უკრაინას უჭერს, რუსული გაზის საფასური არა დოლარში ან ევროში, არამედ რუბლრუბლში უნდა გადაიხადონ.

რუსულმა კომპანიამ „გაზპრომ“-მა ბუნებრივი გაზის მიწოდება ბულგარეთს და პოლონეთს მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც მათ გაზის საფასურის რუბლით გადაეხადზე უარი თქვეს.

რუსულმა კომპანიამ პოლონეთს და ბულგარეთს ვადა 26 აპრილის ჩათვლით მისცა, დღეიდან, 27 აპრილიდან, ორივე ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყდა. პოლონეთმა და ბულგარეთმა რუსეთის ეს გადაწყვეტილება კონტრაქტის დარღვევად მიიჩნიეს.

ამასთან, პოლონეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამჟამად ქვეყნის მარაგი დაახლოებით 80%-ით არის შევსებული და მზად არიან, გაზი სხვა წყაროებიდან შეიძინონ. იგივეს აპირებს ბულგარეთის მთავრობაც. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზის მოხმარების შეზღუდვა საჭირო არ გახდება, რადგან ენერგოკომპანიებთან ერთად შეიმუშავეს მიწოდების ალტერნატიული მექანიზმები. ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის გაზრდას გეგმავს.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მოითხოვნით, „არამეგობრულმა ქვეყნებმა“, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ, რუსული გაზის საფასური არა დოლარში ან ევროში, არამედ რუსულ რუბლში უნდა გადაიხადონ. რაზეც ევროკავშირმა უარი განაცხადა, მას რუსეთისთვის ფინანსური და ეკონომიკური სანქციებიც აქვს დაწესებული.

ამჟამად ევროკავშირში რუსული გაზისა და ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების საკითხიც განიხილება,თუმცა ამას არაეთი გაერთიანების წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირონ ან საეთოდ გათავისუფლდნენ. გაერთიანების წევრი სახელმწიფოების უმეტესობა, რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს.

ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად რუსეთმა ააშენა ახალი გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი 2″, უკრაინის ნაცვლად ბალტიის ზღვის გავლით, თუმცა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, მას შემდეგ, რაც 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა”, ამ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი გერმანიამ შეაჩერა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები