Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარა

რუსეთმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარა

რუსეთმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარა და აღმოსავლეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიტანა. ამის შესახებ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევგენი ციმბალიუკმა ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

“მოსკოვის კრიმინალური რეჟიმი უფრო შორს წავიდა და კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა ეუთოს წინააღმდეგ, მოიპარა ეუთოს 50-მდე SMM მანქანა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მანქანები რუსეთმა გასულ შაბათ-კვირას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა,-განაცხადა დიპლომატმა.

მან ასევე აღნიშნა ეუთოს ჩამორთმეული მანქანების გამოყენებით პროვოკაციების ალბათობა. ციმბალიუკის თქმით, რუსეთს შეუძლია მიმართოს, მსგავს ქმედებებს, რადგან თავს დაუსჯელად გრძნობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები