Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთს, უკრაინაში მებრძოლი სამხედროების ოჯახები მძევლად ყავს აყვანილი

რუსეთს, უკრაინაში მებრძოლი სამხედროების ოჯახები მძევლად ყავს აყვანილი

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სარდლობას უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების ოჯახები მძევლად ყავს.

რუსეთის ფედერაციის დასავლეთ სამხედრო ოლქში ოფიცრების ოჯახებს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს, თუ ოკუპანტები საბრძოლო დავალების შესრულებაზე უარს იტყვიან, მათ ცოლებსა და შვილებს რუსეთის რეპრესიულთა რეგიონებში გადასახლება ემუქრებათ.

„დასავლეთის სამხედრო ოლქის სარდლობამ სამხედრო-საჰაერო ძალების მე-6 არმიის, 332-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკიდან, სამსახურის ბინებიდან, სამხედროების რამდენიმე ოჯახის იძულებით გამოსახლებაზე ბრძანება უკვე გასცა“. – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

თუმცა ვერტმფრენის მფრინავების ცოლებმა საზღვარგარეთ დასვენება გადაწყვიტეს, სანამ მათი ქმრები სლობოჟანსკის მიმართულებით უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო და ბომბდამშენ შეტევას ახორციელებენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები