მიუხედავად იმისა, რომ კიევთან ახლოს რუსი სამხედროები აღარ იმყოფებიან და ქალაქი შედარებით დაცულია, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია კიევზე თავდასხმა -აცხადებს პენტაგონი.
პენტაგონის სპიკერის ჯო კირბის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე არამატრო კიევი, შეიძლება უკრაინის სხვა ქალაქებიც გახდეს. პენტაგონის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავისი ჯარების გაყვანა უკრაინის დედაქალაქიდან, ჩერნიგოვიდან და უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან, შეერთებულ შტატებს არ სჯეროდა, რომ კიევი გადაურჩებოდა საფრთხეს, განსაკუთრებით საჰაეროს.