9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს, რუსეთის პოლიციამ, სულ მცირე, 125 ადამიანი დააკავა. ადამიანის უფლებათა პროექტის, “OVD-Info”-ს თანახმად, 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ომის საწინააღმდეგო აქციების დროს, პიკეტირებისა და ანტისაომარი სიმბოლიკის გამოყენებისთვის.
მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი “ავტოზაკში” ჩააგდო იმის გამო, რომ გამვლელებს ტკბილეულს ურიგებდა, თუ ისინი ომის საწინააღმდეგო აზრს გამოხატავდნენ. მასთან ერთად დააკავეს გამოცემა SOTA-ს ჟურნალისტი ეგორ შატოვი, რომელიც იმ მომენტში ინტერვიუს აძლევდა ტკბილეულის დამრიგებელს.
ერთკაციანი პიკეტის ორგანიზატორი დიმიტრი კოვალი ასევე დააკავეს პუშკინის მოედანზე. მას ეჭირა პლაკატი სიტყვებით: “ომი არ არის მშვიდობა, თავისუფლება არ არის მონობა, უმეცრება არ არის ძალა.”