Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკა"რუსეთ-საქართველოს ომმა მხოლოდ დააჩქარა ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვის პროცესი"-სალომე ზურაბიშვილი

“რუსეთ-საქართველოს ომმა მხოლოდ დააჩქარა ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვის პროცესი”-სალომე ზურაბიშვილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მხოლოდ დააჩქარა ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „Paris Match”-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები – ძალიან ხელშესახები პროგრესია.

„ზოგიერთმა პირმა უარყოფითად შეაფასა აღმოსავლეთის ქვეყნების მხრიდან ევროკავშირთან ან ნატო-სთან დაახლოება, როგორც „პროვოკაცია” რუსეთის მიმართ…

ამის არასდროს გვჯეროდა: ევროპული სწაფვის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი წყვეტს ტერიტორიების ოკუპაციას, ან სხვაგვარად იქცევა. უპირველეს ყოვლისა, ქართველებს სჯერათ, რომ ვერაფერი ვერ შეაცვლევინებს მათ პერსპექტივას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მხოლოდ დააჩქარა ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვის პროცესი. ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები – ძალიან ხელშესახები პროგრესია. იგივე ხდება ნატო-სთან მიმართებით: საქართველო იყო ძალიან აქტიური ავღანეთში, ის იყო ყველაზე მეტად წარმოდგენილი ქვეყანა ერთ მოსახლეზე. და ყოველწლიურად გვაქვს ორი წვრთნა ნატო-სთან ეგიდით. ეს ყველაფერი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, ამას არაფერი შეცვლის. რუსული საფრთხეები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ ევროპულ ორიენტაციას, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა პოლიტიკური სისტემის და შიდა უსაფრთხოების განვითარებისთვის. რუსული ცდუნება არ არსებობს და ეს ძალიან კარგად ჩანს. ხალხი გამოხატავს უარყოფას: არც ერთი სტუდენტი არ მიდის მოსკოვში სასწავლებლად, ისინი ყველა მიდიან სასწავლებლად ევროპის, ან ამერიკის უნივერსიტეტებში და მთელი ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ლეგალურად თუ არალეგალურად მიდის სამუშაოდ საზღვარგარეთ, ირჩევს ევროპას ან ამერიკას, არავინ იყურება რუსეთისკენ. რუსეთში მხოლოდ ის ქართველები დარჩნენ, ვინც იქ საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდნენ და დაბრუნებულთა რამდენიმე ტალღის მიუხედავად, განაგრძეს იქ ცხოვრება, რადგან იქ ოჯახები ჰყავთ და სამსახური აქვთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები