Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონირუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი გაუგებრობას იწვევს

რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი გაუგებრობას იწვევს

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის, კირილის მილოცვას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. არჩეული პრეზიდენტის ალან გაგლოევის მიმართ განცხადებით ეხმაურება. საქართველოს საპატრიარქო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, რომ ისეთი ნაბიჯები იდგმება, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს და ართულებს ვითარებას.

“მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი გაუგებრობას იწვევს, რადგან

ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.

სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას”, – წერს საქართველოს საპატრიარქო.

რუსეთის პატრიარქმა კირილემ 13 მაისს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაალან გაგლოევს მიულოცა და “სულიერი და ფიზიკური სიძლიერე, მშვიდობა და ღვთის შეწევნა” უსურვა “სამხრეთ ოსეთის ხალხის წინაშე მომავალ სამსახურში”.

24 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ინაუგურაციის შემდეგ ის “უფლებამოსილების” განხორციელებას შეუდგება.

საქართველოს საგარეო სამინისტრომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაგმო და განაცხადა, რომ “მსგავსი უკანონო ქმედებები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 9 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, „რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა“.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა ჯიმ რიშმაოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები დაგმო.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები