Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარისპორტირუსი ჩოგბურთელები უიმბლდონში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

რუსი ჩოგბურთელები უიმბლდონში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

რუს ჩოგბურთელებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო უიმბლდონში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. ინფორმაცია გამოცემა Sportico-მ გაავრცელა. ეს ნიშნავს, რომ  რუსი სპორტსმენები, მსოფლიოს მეორე ჩოგანი დანიილ მედვედევი და მსოფლიოს მერვე ჩოგანი ანდრეი რუბლევი ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს ანდრეი რუბლევმა დუბაიში გამართულ ტურნირზე კამერის ობიექტივზე დაწერა ფრაზა No war, please (“არა ომს, გთხოვთ”).

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოფიციალური ჩახსნა ტურნირიდან, შესაძლოა მომავალ კვირას გამოცხადდეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები