The Moscow Times-ის რუსულენოვან ვებგვერდზე წვდომა, რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა დაბლოკა, 15 აპრილისინფორმაციით. The Moscow Times-მა განაცხადა, რომ გამოცემის რუსულენოვანი ვებგვერდი მას შემდეგ დაიბლოკა, რაც გამოაქვეყნა ცნობა, რომელსაც ხელისუფლება ცრუს უწოდებს – საგანგებო დანიშნულების რაზმის თანამშრომლების უკრაინაში ბრძოლაზე უარის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა უკვე დაიწყეს მისი რუსულენოვანი საიტის დაბლოკვა.
მან გამოაქვეყნა რუსეთის კომუნიკაციების დამკვირვებლის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მისი საიტზე წვდომა შეწყვეტილია.
რუსეთის ხელისუფლებამ არაერთი დამოუკიდებელი მედია საშუალება და გამოცემის საიტი დაბლოკა, უკრაინის წინააღმდეგ ომის გაშუქებაზე კონტროლის დაწესების მიზნით. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა დაიწყო, სახელმწიფო მარეგულირებელმა, “როსკომნადზორმა” ყველა მედია საშუალებას უბრძანა, ომის გაშუქებისას მხოლოდ რუსული ოფიციალური წყაროების მიერ მოწოდებული მონაცემები და ინფორმაცია გამოეყენებინათ. მან ასევე მითითება გასცა იმის შესახებ, რომ მედია საშუალებებს უნდა აღეწერათ მოვლენები უკრაინაში, როგორც “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, და არა – როგორც ომი ან შეჭრა.
რამდენიმე რუსულმა მედია საშუალებამ მკაცრ შეზღუდვებთან დაპირისპირებას იმის თაობაზე, რისი მაუწყებლობა შეუძლიათ, თავისი საქმიანობის შეჩერება აარჩია. კრემლმა სხვა უცხოურ საინფორმაციო საშუალებებთან ერთად მათ შორის რადიო თავისუფლებაც დაბლოკა.