Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსული მხარე ქალაქ სლოვიანსკს უტევს

რუსული მხარე ქალაქ სლოვიანსკს უტევს

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსული ძალები დონეცკის რეგიონის ქალაქ სლოვიანსკის მიმართულებით შეტევას ახორციელებენ.გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალები ლუგანსკის რეგიონში დიდ ქალაქებს უტევდნენ და თავიანთი პოზიციების გაუმჯობესებას ქალაქ პოპასნას გარშემო მარიუპოლიდან ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის გადაადგილებით ცდილობდნენ. მათი თქმით, შეტევა უკრაინის თავდაცვის ძლიერ დაბომბვას მოიცავს.

“მტერმა ჩვენი ჯარების ნაწილს ლიმანი-სივერსკის საზღვარზე ცეცხლი გაუხსნა, რათა თავიანთი პოზიციებიდან ჩამოეშორებინათ და სლოვიანსკიზე თავდასხმისთვის პირობები შეექმნათ”,- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინულმა ძალებმა დონეცკსა და ლუგანსკში 10 თავდასხმა მოიგერიეს და რუსული ტექნიკის ფართო სპექტრი გაანადგურეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები