ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, უნგრეთის პრემიერმინისტრთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის მასშტაბით რუსული საწვავის შესაძლო აკრძალვის შესახებ პროგრესს მიაღწია.
“პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან დისკუსია დაგვეხმარა, გაგვერკვია საკითხები, რომლებიც სანქციებთან და ენერგოუსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. უნგრეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა საჭიროა შემდგომი მუშაობა”, – ევროკომისიის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა.
რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი არ დაუჭერდა მხარს ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობის ემბარგოს მოიცავდა.