Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკასააკაშვილის სახელით სპეკულირება არის მიუღებელი – ხერხეულიძე

სააკაშვილის სახელით სპეკულირება არის მიუღებელი – ხერხეულიძე

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულირება მისთვის მიუღებელია.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო დამძიმდება.

„არანაირი პოლიტიკური თემა არ მაინტერესებს, იცით რატომ არ მაინტერესებს? უინტერესოა ამ ფონზე, როდესაც ადამიანი კვდება. სააკაშვილის სახელით სპეკულირება ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი კუთხით არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის. იყო მიუღებელი ყველა პროცესის დაწყებამდე დასაბამიდან, როდესაც ამას საფუძველი ეყრებოდა ბევრი თვეების წინ და ახლაც იმავეს ვფიქრობ.

მინდა გადარჩეს ადამიანი. ყველას გვეყოს გონიერება, ყველას გვეყოს ადამიანობა, მოვძებნოთ საკუთარ თავებში ძალები იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადავარჩინოთ. მე მინდა ეს და ვისაც სხვა რამის სურვილი აქვს ისაუბროს იმ საკითხებზე, ჩემთვის არის ყველაფერი დანარჩენი ამ ეტაპზე უინტერესო“, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები