Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკასააკაშვილის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი

სააკაშვილის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი

ევროპის სახალხო პარტია  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულია და თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ქართულ ოცნებას მის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

პარტიის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ სიტუაციის სერიოზულობა და სიმძიმე უნდა გაიაზროს. ევროპის სახალხო პარტია მთავრობას ახსენებს, რომ სააკაშვილისადმი მოპყრობა და მისი ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესება ლაკმუსის ქაღალდი იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემისა და დემოკრატიული მისწრაფებების შეფასებისას. პარტია ასევე გმობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი დეფამაციის მცდელობებს.

„საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს არა პოლიტიკური არჩევანი, არამედ ადამიანის ძირითადი უფლებაა.ჩვენ ვგმობთ მმართველი პოლიტიკური ლიდერების დეფამაციურ თავდასხმებს ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ჩვენ მმართველ პარტიას მოვუწოდებთ, რომ სიტუაციის სერიოზულობა და სიმძიმე და შესაძლო შეუქცევადი შედეგები გაიაზროს.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში შესაბამის საავადმყოფოში, ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნით, სადაც ის შეძლებს კვალიფიციური მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიღებას.

ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირში ყველაზე დიდი პარტიაა და 81 პარტიას, პარტნიორებს 43 ქვეყნიდან, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკავშირის 8 ქვეყნის და ბლოკის მიღმა 3 ქვეყნის ხელისუფლების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის 9 წევრსა და ევროპარლამენტის უდიდეს ჯგუფს მოიცავს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები