Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკასაგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი გასაჯაროვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი გასაჯაროვდება

ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი, რაც შეიძლება მალე გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი.

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის აცხადებს, რომ ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი გასაჯაროვდება.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

„რაც შეეხება გასაჯაროებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დოკუმენტის მისამართით ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. როგორც გითხარით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი“. – განაცხადა დარჩიაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები