Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიმთავარისაგარეჯოში სროლის შედეგად, დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაჭრილია ხუთი პირი

საგარეჯოში სროლის შედეგად, დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაჭრილია ხუთი პირი

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ერთი დაჭრილი ქალი გადაყვანილია თბილისში. მას დაზიანებები თვალის არეში აქვს მიყენებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მას უტარდება ოპერაცია. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში მოქალაქეების მისამართით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ინტენსიური სროლები განახორციელა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის მაღალი სართულიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები