Monday, December 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

 „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ოფშორული კომპანიის საშუალებით, სულ მცირე 1 კომპანიას ფლობს.

როგორც TI-ს თავმჯდომარე, ეკა გიგაურის განცხადებით, ივანიშვილი 2012-19 წლებში,რუსეთში მინიმუმ, 10 კომპანიას ფლობდა და მისი განცხადებები, თითქოს არ ჰქონდა ბიზნესინტერესები რუსეთში 2012 წლის შემდეგ, სიცრუე იყო და საქართველოს მთავრობის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერაზე, შესაძლოა, სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის რუსეთში არსებული ბიზნესინტერესები განსაზღვრავდეს.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებს, ჩვენი მონაცემებით, უჩა მამაცაშვილს აქვს საერთო ინტერესი და კომპანია გიორგი პოლტავჩენკოსთან, რომელიც სწავლობდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად კგბ-ს აკადემიაში ის ადრე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი იყო. აქ ახალი ისაა, რომ ის 7 აპრილს აშშ-ის მიერ დასანქცირდა და მისი კომპანია ასევე სანქცირებულ იქნა დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ.

ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და მამაცაშვილი საერთო ბიზნესს ანა კუვოჩკოსთან ფლობს, რომელიც 2021 წლამდე რუსეთის დუმის დეპუტატი იყო მეუღლესთან, ბატონ ხერიანოვთან ერთად. საერთო ჯამში, ჩვენი კვლევის შედეგად ის კითხვები, რაც არსებობდა, უკრაინის მხარდაჭერაზე საქართველოს მთავრობის გაურკვეველ პოზიციებთან დაკავშირებით, შესაძლოა იყოს კავშირი ზუსტად იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახის წევრებს ბიზნესინტერესები აქვთ რუსეთში და შესაძლოა, ეს ინტერესები ზუსტად განსაზღვრავს დღევანდელი საქართველოს მთავრობის პოზიციებს.“ – გიგაურის განცხადებით.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები