Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაზოგადოებრივი მაუწყებელმა ჟურნალისტების ნაწილი გაათავისუფლა

საზოგადოებრივი მაუწყებელმა ჟურნალისტების ნაწილი გაათავისუფლა

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ის ჟურნალისტები, ვინც არხზე არსებულ ცენზურაზე, შავ სიებსა და უფლებადარღვევებზე ხმამაღლა ისაუბრეს.

დღეს, მაუწყებლის დირექტორმა გადაცემა ახალი კვირის წამყვანის და ორი ჟურნალიდტი, იმედა დარსალიას, თამთა ჯანაძისა და სოფო ზედელაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში არხის ხსენებულმა თანამშრომლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ცენზურაზე, აკრძალულ თემებსა და დაბლოკილ რესპონდენტებზე საუბარი დაიწყეს.

გადაცემა ახალი კვირა, რომელსაც  ალტ-ინფოც ემუქრებოდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეორგანიზაციის 17 თებერვალს დახურა მიზეზად კი რეორგანიზაცია დაასახელა.

გადაცემის წამყვანი იმედა დარსალიას ცნობით, ერთ-ერთი სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში ალტ-ინფოს წევრები იმუქრებოდნენ, ზუსტად ერთ თვეში კი ტელევიზიამ გადაცემა დახურა.

18 თებერვალს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის მცდელობები იყო და ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები არსებობდნენ.

„ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია. ამის მიუხედავად, გადაცემაში გავიდა არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი, რომელთა ეთერში მოხვედრა იმედა დარსალიასა და გუნდის დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია არხის ვებ-გვერდზე ნახოს”, –  ჟურნალისტებმა განაცხადეს.

25 მარტს იმედა დარსალიამ არხის მენეჯმენტის მიერ დაბლოკილი ჟურნალისტების და თემების სიის ნაწილი გაასაჯაროვა. 

დარსალიას თქმით, არხზე აკრძალული იყო რუსეთის, საბჭოთა კავშირის თუ ბელარუსის, ასევე ალექსანდრ ლუკაშენკოს კრიტიკა. 

დარსალიამ აღნიშნა, რომ 25 მარტს დასახელებული ადამიანები და თემები მხოლოდ ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული შავი სია იყო. 

კერძოდ, იმედა დარსალიამ თქვა, რომ ჟურნალისტს აეკრძალა, ჩაეწერა:

  • რონდელის ფონდის თანამშრომლების უმეტესობა; 
  • ზურა პატიაშვილი; 
  • ბუკა პეტრიაშვილი; 
  • თინა ხიდაშელი; 
  • ლაშა ბაქრაძე – აკრძალული იყო მასთან ინტერვიუ საბჭოთა კავშირის შესახებ სიუჟეტებისთვის. 
  • ეკა აკობია; 
  • ლელა ჯეჯელავა; 

მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებკლის მიერ ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობაც დაბლოკილია.

“ჟურნალისტმა ორჯერ ჩაწერა ბათუ ქუთელია რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო”. – თქვა მან.  

რაც შეეხება თემებს, იმედა დარსალიას თქმით: 

“დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც გუნდში კონფლიქტი მოჰყვა.

დაიბლოკა ბელარუსის აქციები ანალიტიკურ ჭრილში – არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც კატასტროფაა. ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლეს ამერიკასთან. ვციტირებ: “როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე – რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია”. 

გარდა ამისა, ჟურნალისტებს, რომლებიც არხზე ცენზურასა და უფლებადარღვევებზე ხმამაღლა საუბრობენ, არ ეძლევათ მუშაობის და მედიაპროდუქტების შექმნის საშუალება. 

ჟურნალისტი თამთა ჯანაძე, რომელიც ქართული შიდა პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ ჟურნალისტების ნაწილი ცდილობდა, არხის მენეჯმენტის მხრიდან ცენზურის მცდელობებს შეწინააღმდეგებოდა და ხშირად წარმატებითაც. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე 4 წლის განმავლობაში ვერ იმუშავებდნენ. 

“მენეჯმენტი ცდილობდა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოეღო, ან შეემოკლებინა. გარდა ამისა, ძალიან გვიჭირდა კვირის მთავარ პოლიტიკურ, მწვავე თემებზე მუშაობა, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ კვირის განმავლობაში ეს ძალიან გადაიღეჭებოდა მოამბის მიერ და აღარ იქნებოდა საინტერესო. მე ვგულისხმობ ლუკა სირაძის, სარალიძის საქმეებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემებს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების საკითხების გაშუქებას”. – განაცხადა თამთა ჯანაძემ. 

მისივე თქმით, ჟურნალისტები მაინც იღებდნენ ინტერვიუებს დაბლოკილი რესპონდენტებისგან, მაგრამ “ეს ნიშნავდა ხანგრძლივ კონფლიქტებს მენეჯმენტთან”. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები