Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიმთავარისაიდუმლო დოკუმენტების საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო დელავერის შტატში მდებარე ჯო ბაიდენის...

საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო დელავერის შტატში მდებარე ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკას ატარებს

საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკას ატარებს.

სამართალდამცველები ბაიდენის სახლში იმყოფებიან, რომელიც დელავერის შტატში, რეჰობოთ-ბიჩზე მდებარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ადვოკატის, ბობ ბაუერის განცხადებით, „იუსტიციის დეპარტამენტის სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, ოპერატიული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პროცედურა წინასწარი საჯარო შეტყობინების გარეშე ტარდება და მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხდნენ“.

საიდუმლო დოკუმენტები გასული წლის ნოემბერში, პენ ბაიდენის ცენტრში აღმოაჩინეს. შემდეგ, დამატებითი საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის კიდევ ერთ სახლში, ვილმინგტონში, დეკემბერსა და იანვარში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოჩნდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები