Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკასაკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის მარაგი არსებობს ქვეყანაში

საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის მარაგი არსებობს ქვეყანაში

ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს, ხორბლის მარაგიც არის ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარი ხორბლის მოსავალს უკვე ავიღებთ. შესაბამისად კანიკის არავითარი საფუძველი არარსებობს – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო გამოწვეული და ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს.

„დარგის წარმომადგენლები ფქვილზე გადასახადის შემოღებას ითხოვენ, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა, პურის ფასის ზრდას გამოიწვევს. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებშია. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული იყო, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო შექმნილი.“-განმართა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები