Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი-"მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი"

სალომე ზურაბიშვილი-“მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი”

არ შეიძლება რომ იყოს ლაპარაკი რაღაც “ომის პარტიაზე” საქართველოში, ჩემთვის ეს არ არსებობს, არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში”-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილმა სახალხო დამცველის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მზადაა პირადად დაიცვას ომბუდსმენი.

“მე მგონია, რომ არ შეიძლება რომ იყოს ლაპარაკი რაღაც “ომის პარტიაზე” საქართველოში, ჩემთვის ეს არ არსებობს, არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, პირველ რიგში, როცა ჩვენ ვამზადებთ იმ კითხვარზე პასუხებს, რომელიც არის ევროკავშირის კითხვარი და არ შეიძლება ასეთი ბრალდებები ისმოდეს. ასევე არ შეიძლება, მეორეს მხრივ ვიღაცეები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით მიდის რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ “ომის პარტიაა“ და მას ქვეყანაში ომის გაჩაღება სურს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები