Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასალომე ჯაშის ფილმის „მოთვინიერებას“ ჩვენებები თბილისში გაუქმდა

სალომე ჯაშის ფილმის „მოთვინიერებას“ ჩვენებები თბილისში გაუქმდა

საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით სალომე ჯაშის ფილმ “მოთვინიერებას” ჩვენებები თბილისში გაუქმებულია. ჩვენებები კინოს სახლში იყო დაგეგმილი. რეჟისორის თქმით, გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსია.

“მიზეზი,რომელიც კინოაკადემიის დირქტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ “ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს. მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ – კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა. ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ “გაიჭყლიტონ”,- წერს სალომე ჯაში ფეისბუქის პირად გვერდზე.

სალომე ჯაშის ფილმი “მოთვინიერება” ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზეა, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან არის მიტანილი და ჩარგული. ფილმი კინოცენტრის დაფინანსებით არის გადაღებული და ის სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს კოპროდუქციაა.

“მოთვინიერებას” მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები