Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარიმთავარისამართლებრივი ნონსენსი - ქალს რკინის კონტეინერიდან ასახლებენ (+ვიდეო)

სამართლებრივი ნონსენსი – ქალს რკინის კონტეინერიდან ასახლებენ (+ვიდეო)

გამოსახლებების სერია ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. დღევანდელ სტატიაში დალი გოგიჩაიშვილზე მოგიყვებით, რომელმაც 2017 წელს კერძო მევახშისგან 7 ათასი დოლარი ისესხა. გოგიჩაიშვილს 14 ათასი დოლარი კრედიტორისთვის დაბრუნებული აქვს თუმცა ის საკუთარი სახლიდან მაინც გამოასახლეს. იქიდან გამომდინარე რომ დაზარალებულს წასასვლელი არსად ჰქონდა მან თავი ე.წ რკინის ვაგონს შეაფარა. სახლის ამჯამინდელი მეპატრონე დალი გოგიჩაიშვილის გაძევებას რკინის ვაგონიდანაც აპირებს. გამოსახლება 13 დეკემბერსაა ჩანიშნული.
დალი გოგიჩაშვილი ბრძოლის გაგრძელებასა და საკუთარი სახლის დაბრუნებას აპირებს. იქამდე კი ითხოვს ,რომ რკინის ვაგონიდან არ გაასახლონ,რადგან წასასვლელი არსად აქვს და მეორედ გასახლება არც სამართლებრივ ჩარჩოში ჯდება.
იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის იურისტები ამბობენ, რომ ერთი საკადასტრო კოდიდან ორჯერ გასახლება სამართლებრივი ნონსენსია. მათი თქმით გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს,რომ ჩანიშნული გამოსახლება გადაიდოს.
იხილეთ ვიდეო:

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები