Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარირეგიონისამების სკოლაში,სადაც ათეულობით ქვეწარმავალი იპოვეს, სადეზინფეციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამების სკოლაში,სადაც ათეულობით ქვეწარმავალი იპოვეს, სადეზინფეციო სამუშაოები მიმდინარეობს

ნინოწმინდის სოფელ სამების სკოლაში ამ დროისთვის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ჯგუფი აქ შუადღიდან მუშაობს.

მერიამ მოგვაწოდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ნომრები. ბოლოს შპს “სანიტარი” მოვიძიეთ, რომელიც რეგიონებში გადიოდა. ჩამოვიდნენ და მუშაობენ, როგორც სკოლის შენობაში, ასევე ეზოშიც. საღამომდე დაასრულებენ ალბათ. დაიჭირეს გველები, ლაბორატორიაში წაიღებენ, გამოიკვლევენ. ახლა წვიმს და  ქვეწარმავლები ცოტანი არიან, მზიან ამინდში უფრო ბევრი გამოდის“, – აცხადებს სამების სკოლის დირექტორი, მზექალა მინაძე. 

სკოლა ექვს მაისამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

“შევხედავთ მდგომარეობას, თუ უსაფრთხო იყო, სწავლის პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივად, თუ არა, აი, მერე რას ვიზამთ ნამდვილად არ ვიცი“,–ამბობს მზექალა მინაძე.

მისივე თქმით ქვეწარმავლების სიმრავლე სავარაუდოდ, სკოლასთან ახლოს მდებარე ტბით აიხსნება.

“ტბიდან მოცოცავენ, სკოლის შენობის დაბლა არის სიცარიელე და იქ შედიან, ზამთარში ღუმელის სითბო მოსწონთ ალბათ. ჯერ დაკბენის შემთხვევა არ გვქონია, არადა ათეული წელია ეს პრობლემა დგას სკოლაში“,  – გვესაუბრება სამების სკოლის დირექტორი. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, გველების მომრავლების გამო, საჯარო სკოლა მეორე კვირაა დისტაციურ სწავლებაზეა გადასული. მასწავლებლების თქმით, ქვეწარმავლები იატაკიდან და კედლებიდან საკლასო ოთახებში შემოდიან.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები