საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი შემადგენლობაში ვის შეიყვანს?!
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ოფიციალურ მატჩებში ჯაბა კანკავას გარეშე ვასპარეზობდით, მისი დანაკლისი ნაკრებისთვის უდიდესია და ჩანაცვლება ასე მარტივი არ იქნება.
ნაკრების ყოფილი კაპიტანი საოცრი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა. ასაკის მატებასთან ერთად, ჯაბა შეტევის წამოწყების ფაზაში ნაკლებად აქტიური იყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მას საქართველოს ნაკრების მაისურით 10 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
კანკავას არყოფნა მომავალი ტურნირის წინ მთავარი საკადრო ცვლილებაა.