Wednesday, September 27, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიო სანქციები რუსი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, მათ ჩვენ ყველა ვძულვართ! - დიმიტრი...

 სანქციები რუსი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, მათ ჩვენ ყველა ვძულვართ! – დიმიტრი მედვედევი

დიმიტრი მედვედევი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ დასავლეთიმა რუსეთს სანქციები რუსი ხალხის სიძულვილის გამო დაუწესა და მათ წინააღმდეგაა მიმართული.

„ეს სანქციები მიმართულია სწორედ რუსი ხალხის წინააღმდეგ. მათ ჩვენ ყველა ვძულვართ! ეს გადაწყვეტილებები სიძულვილს რუსეთის მიმართ – რუსების, მისი ყველა მცხოვრების მიმართ ეფუძნება. რაც არ უნდა იბუტბუტონ ამერიკელმა და ევროპელმა ბებია-ბაბუებმა: „ჩვენ ვსჯით თქვენს უფროსებს, მაგრამ თქვენ, უბრალო მოქალაქეები გვიყვარხართო“ – სისულელეა.

რა არის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების და სხვა სახელმწიფო აქტივების დაკავების მიზანი? ეკონომიკის გაუარესება, რუბლისთვის დარტყმის მიყენება, ინფლაციის გაზრდა და მაღაზიებში ფასების ზრდა, რაც ნიშნავს ჩვეულებრივი რუსის ცხოვრების დონის გაუარესებას. იგივე ითქმის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ემბარგოს დაწესებაზე: ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება და სახელმწიფოს იძულება, უარი თქვას სოციალურ ვალდებულებებზე, ქალაქსა და ქვეყანაში გადასახადების გადამხდელებისთვის დარტყმის მიყენება,“- წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები