Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოსანქციები რუსულ ნავთობზე, ჯარსა და ტელევიზიებზე

სანქციები რუსულ ნავთობზე, ჯარსა და ტელევიზიებზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. მან 4 სხვადასხვა ტიპის სანქციაზე ისაუბრა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა აცხადებს, რომ ევროკავშირი აპირებს საბოლოოდ თქვას უარი რუსულ ნავთობზე. ლაიენის თქმით, ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ამის გაკეთება აუცილებელია.

ფონ დერ ლაიეინის თქმით ეს ეტაპობრივად მოხდება. პირველ ეტაპზე ევროკავშირი 6 თვეში გაუფილტრავ ნავთობის რუსეთიდან მიღებას შეწყვეტს, 2022 წლის ბოლოსთვის კი რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე უარს იტყვის.

“ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსული ნავთობი ეტაპობრივად შევწყვიტოთ. ეს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობას მოგვცემს, დავიცვათ ალტერნატიული მოწოდების გზები და იმავდროულად ვიფრთხილოთ, რომ შევამციროთ საერთაშორისო ბაზარზე გავლენა“, – ფონ დერ ლაეინმა განაცხადა.

სანქციების მეექვსე პაკეტის სამიზნე გახდება რუსი მაღალი თანამდებობის სამხედრო ოფიცრები, ვინც ბუჩასა და მასიუპოლში ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი იდენტიფიცირებულები არიან და აუცილებლად დაისჯებიან.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სბერბანკი, რომელიც რუსეთის უდიდესი ბანკია, SWIFT-ის საბანკო სისტემიდან გაითიშება.

ფონ დერ ლაიენის თქმით, 3 დიდი რუსული სახელმწიფო ტელევიზია ევროკავშირის სატელიტებიდან მოიხსნება და არ იქნება ხელმისაწვდომი საკაბელო ტელევიზიითა და ინტერნეტით.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები