Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმთავარისაპატრიარქო - შოვში გარდაცვლილთა სულის საოხად, პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს...

საპატრიარქო – შოვში გარდაცვლილთა სულის საოხად, პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან

საქართველოს საპატრიარქო რაჭაში, კერძოდ, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად პანაშვიდი იქნება გადახდილი.

„რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები