Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასასამართლომ უკანონოდ ცნო „რუსთავის 2"-იდან ნოდარ მელაძის გათავისუფლება

სასამართლომ უკანონოდ ცნო „რუსთავის 2″-იდან ნოდარ მელაძის გათავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ, „რუსთავის 2″-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან „TV პირველის” მთავარი პროდიუსერის ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა!

„ორწლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება გამოგონილი მიზეზით მოხდა, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია! ახლა ახალი სერიისთვის მოვემზადეოთ!” – ნოდარ მელაძე პოსტს აქვეყნებს.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, არხის სხვა სახეებთან ერთად, ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით 2019 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.

ნოდარ მელაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურიდიული მხარდაჭერით – საკუთარ შრომითი უფლებებისთვის დავა დაიწყო.

2019 წელს „რუსთავი 2“-ის მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ დასრულდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები