ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი გასულ თვეში 188.6 მლნ დოლარი იყო, რაც 2022 წლის 4 თვეში ყველაზე მაღალი შემოსავალია. თანხის 34% სწორედ რუს და ბელარუს ტურისტებზე მოდის.
ტოპ 10 ქვეყანა შემოსავლებით / 2022 წლის აპრილი:
• რუსეთი – 36.5 მლნ დოლარი
• ბელარუსი – 28.1 მლნ დოლარი
• ისრაელი – 20.9 მლნ დოლარი
• ევროკავშირი – 20.8 მლნ დოლარი
• უკრაინა – 19.5 მლნ დოლარი
• თურქეთი – 15.0 მლნ დოლარი
• სომხეთი – 7.2 მლნ დოლარი
• აზერბაიჯანი – 6.3 მლნ დოლარი
• ირანი – 5.3 მლნ დოლარი
• საუდის არაბეთი – 0.8 მლნ დოლარი
სულ 4 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 582.3 მლნ დოლარია, 2019 წელთან შედარებით შემოსავლებში აღდგენა 68.8%-ს შეადგენს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 80%-ით აღდგება, თუმცა ზრდა არა ევროპისა და ამერიკის ბაზრებს, არამედ ისრაელის, თურქეთისა და გალფის ქვეყნებში ხარჯზეა მოსალოდნელი.