საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ( ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი) ტაილანდში მსოფლიო თასის ფინალურ შეხვედრაში იტალიის გუნდს მოუგო. თავი ნინო თბილაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში, როცა საქართველოს ნაკრები აგებდა 40:38-ს, გამარჯვებისთვის სააჭირო ქულების მოპოვება შეძლო. საქართველოს გუნდმა მეოთხედფინალში ინდოეთის ნაკრებსაც სძლია (45:4), ნახევარფინალში კი ჰონკონგი დაამარცხა (44:40). გარდა გუნდური ოქროსი, ტაილანდის მსოფლიო თასზე ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში ნინა თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ირმა ხეცურიანი კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები 2022 წლის 19 აპრილს მსოფლიო თასი სან-პაულუშიც მოიპოვა.