Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას ინიციატივა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას ინიციატივა წარუდგინა

სალომე ზურაბიშვილმა სკოლებში მეგრული და სვანური ენების არჩევით საგნად სწავლებში შეტანის ინიციატივით გამოვიდა.

დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სკოლებში მეგრული და სვანური ენების არჩევით საგნად სწავლებში შეტანის ინიციატივით გამოვიდა, “რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამე თუ ეს ენები ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია და უნიკალურ სიმდიდრეს წარმოადგენენ. ამას შევძლებთ თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის” აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა კავკასიური ენების მძიმე მდგომარეობის შესახებაც და განაცხადა, რომ იუნესკოს მიმართა, გამოაცხადოს კავკასიური ენების დაცვის დღე.

„დედაენის დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ სწორედ რუსიფიკაციის 200-წლოვანი პოლიტიკის შედეგია, რომ კავკასიურ ენათა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. ეს, როცა კავკასია თავისი მრავალფეროვნებით ანტიკური დროიდან აკვირვებდა მსოფლიოს და არაბები მას ეძახდნენ ენათა მთას. ეს სიმდიდრეც ჩვენი დასაცავია და ამისთვის მივმართეთ იუნესკოს, რათა კავკასიური ენების დაცვის დღე გამოაცხადოს”, – თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი დღევანდელ დღეს უძღვნის უკრაინას, რომელიც ომობს რუსეთის წინააღმდეგ.

„45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწის და სახელმწიფოს გადასარჩენად და იბრძვის საკუთარი ენისთვის, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ვიცით, რომ ასეთი მათი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები