Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოება„საქართველოს რკინიგზის“ საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის

„საქართველოს რკინიგზის“ საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის

„საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, „საქართველოს რკინიგზისგან“ მატარებლის ბილეთებს უფასოდ მიიღებს.

30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით უფასოდ იმგზავრებს.

მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ სადგურში სახელწოდებით ,,ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები