Wednesday, September 27, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა საქართველოს საზელმწიფოებრიობის ძირითად საფრთხედ, კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია...

 საქართველოს საზელმწიფოებრიობის ძირითად საფრთხედ, კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია რჩება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

2021 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

მათი განმარტებით, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი ადგილზე მიმდინარეობდა.

საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა, არნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

„2021 წლის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა მძიმე იყო, კვლავ გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა.

რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები,ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად მოქმედებდნენ. – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური.

საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები 2021 წელს მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობდა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხრეთ სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის 125-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, აღნიშნულ ბაზებზე გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება ხორციელდებოდა. აღნიშნულის ფონზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, კვლავაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის საშუალებას არ აძლევდა“,-აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედროების და სპეცსამსახურების აქტივობები, საფრთხეს უქმნიდა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას.

„აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 2021 წელს რუსეთთან „თავდაცვისა და უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი სივრცის“ შექმნისა და ამ კუთხით „ინტეგრაციის“ მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გააჟღერა. აქტიურად განიხილებოდა „ფსოუს გამშვებ პუნქტზე“ მოძრაობის ე.წ. რეგულაციების გამარტივების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენის „ლეგალიზებისა“ და სხვა საკითხები. ყოველივე აღნიშნულს, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ „სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის“ დათმობა უწოდა. 2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას. ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის შესახებ, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები იყო.“-აღნიშნულია ანგარიშში.

მათი განმარტებით, ანექსიის პოლიტიკის თემაშია განსახილველი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, რუსეთის ბიუჯეტზე ფინანსური დამოკიდებულება.

არსებული მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 50%(69 472 492 აშშ დოლარი), ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 83% (84 898 637 აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაციიის მიერ ფინანსდება.

2021 წელს აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, დეზინფორმაციული კამპანიები და უსაფრთხოების დამაზიანებელი სხვა აქტივობები.

ე.წ. საინფორმაციო ომის ნაწილია, დე ფაქტო რეჟიმების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რუსული და ადგილობრივი მოსახლეობის, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. მათი ძირითადი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციაა.“-აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები